მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bocuse d’Or Georgia-ს კონკურსი

BM.GE
07.10.19 11:39
1766
2019 წლის 2 და 3 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სი პირ­ვე­ლად Bocuse d’Or Georgia-ს პირ­ველ ეროვ­ნულ შე­სარ­ჩევ კონ­კურსს უმასპინძლებს, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტებს მო­ამ­ზა­დებს ევ­რო­პის კონ­ტი­ნე­ტუ­რი შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის­თვის და შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ფი­ნა­ლის­თვის - Bocuse d’Or 2021. Bocuse d’Or Georgia-ს ფარ­გლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 აპ­ლი­კან­ტი­დან შე­ირ­ჩე­ვა 8 მო­ნა­წი­ლე. გამარჯვებულმა სა­ქარ­თვე­ლო ბო­კუზ დო­რის კონ­ტი­ნენ­ტურ კონ­კურ­სზე ტა­ლინ­ში 2020 წლის ივ­ნის­ში უნდა წარადგინოს.

Bocuse d'Or 30-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტია, რო­მე­ლიც თავს უყ­რის ოთხი კონ­ტი­ნენ­ტის გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ერ შეფ-მზა­რე­უ­ლებს. ჩემ­პი­ო­ნა­ტი ატა­რებს საფ­რან­გე­თის კუ­ლი­ნა­რი­ის „პა­პის“, პოლ ბო­კუ­ზის სა­ხელს, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გილს იკა­ვებს გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ა­ში. სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა ბო­კუზ-დო­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შექ­მნა და უმაღ­ლე­სი ჯილ­დო - “ოქ­როს ბო­კუ­ზი”. შეჯიბრი ერთი დიდი სანახაობაა მთელი იმ პერფომანსით, რომელსაც მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი მონაწილეები ქმნიან.

სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - რესტორატორი, "გასტრონავტის" დამფუძნებელი