19.მარტი .2021 11:47

Body Language - "არ შეიძლება განაჩენი ერთი ჟესტით გამოვიტანოთ" - თაკო ცქვიტინიძე ქალების ნარატივში

234
უკან

"ტყუილის თქმის დროს ვერბალური და არავერბალური ქცევა ერთმანეთს არ ემთხვევა" - Body language-ის სპეციალისტი თაკო ცქვიტინიძე „ქალების ნარატივში“

 

-რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულის ენას?

-ეს ცხოვრებისეულად ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, კომუნიკაცია შეიცავს ვერბალურ და არავერბარულ ქცევას. ვერბალური არის ის რასაც ვლაპარაკობთ, არავერბალური კი მოიაზრებს ჩვენს ჟესტიკულაციას, პოზას, მიმიკას. არავერბალურ კომუნიკაციას 93% ეთმობა, 7% წილი მოდის იმაზე,  თუ რას ვსაუბრობთ. ადამიანის გაცნობისას პირველ 4 წუთში გვექმნება შთაბეჭდილება და აუდიტორია ყურადღებას ასე ანაწილებს, 75% ეთმობა იმას, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, შემდეგი 20% არის როგორ ვსაუბრობ, ვჟესტიკულირებ, ხოლო 5% ეთმობა იმას, თუ რას ვლაპარაკობთ. როცა პირველი 2 პუნქტი მისაღებია, შემდეგ ინფორმაცია კარგად აღწევს მსმენელამდე და მაყურებლამდე.

 

-რა გახდა თქვენთვის სხეულის ენის შესწავლის ინსპირაცია?

-მსახიობი ვარ და როცა მსახიობს როლი ეძლევა, სულ ამაზე ფიქრობს, ეძებს პროტოტოტიპებს. ვაკვირდებოდი და დაკვირვებებით ჩავუღრმავდი, დავინტერესდი.

 

-რას შეიძლება ნიშნავდეს, როცა ადამიანი თმას ან სახეს ეხება?  

-თმის ნაწილი, შეიძლება, რიგ შემთხვევებში, ფლირტსაც უკავშირდებოდეს. სახეზე ხელის მოკიდებას კი განსხვავებული განმარტება აქვს. როცა ბავშვი იტყუება, შეიძლება პირზე, თვალებზე, ან ყურებზე აიფაროს ხელები, ამით გვანიშნებს, რომ რაიმე არ უთქვამს, არ დაუნახავს ან არ გაუგონია. ზრდასრულობისას კი ეს შეიძლება სახეზე მცირე შეხებით გამოიხატოს. 

 

-აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა რომ, ხშირად დამნაშავე არათუ ხრის თვალებს დაბლა დანაშაულის ნიშნად, არამედ დაჟინებული მზერას იყენებს, რათა დაადგინოს სჯერათ თუ არა მისი...

-არ შეიძლება განაჩენი 1 ჟესტით გამოვიტანოთ. ისინი ერთმანეთს ებმის. მნიშვნელოვანია ვერბალურის არავერბალურთან შედარება. ტყუილისას, ვერბალური და არავერბალური ერთმანეთს არ ემთხვევა, დისონანსია. ვერბალურად შეიძლება თქვა ის, რაც იცი, რომ არაა სწორი, მაგრამ არავერბალურს ვერ აკონტროლებ.   

ზოგადად, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დასაკვირვებელია ხელები. მეტი სხვადასხვანაირი გამომსახველობა აქვს და მარტივად ვხვდები რაღაცებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 700 000 ჟესტი არსებობს, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გამოიყენოს. აღვნიშნავ, რომ თავიდან, შესწავლისას ეს ინფორმაცია ძალიან შემაწუხებელია, დავიწყე სხვანაირი დაკვირვება, ახლა ეს უკვე გამჯდარი მაქვს. დაახლოებით 5 წელია, რაც ამით გატაცებული ვარ. შეიძლება ითქვას, რომ პროფესიადაც იქცა.

 

-რა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა ამ საკითხის შესწავლის შემდეგ?

-დიდ სიამოვნებას მანიჭებს ლექციის კითხვა, ადამიანებთან კომუნიკაცია. მათგანაც ვიღებ ბევრს. პირველი ლექციის მერე დიდ ინტერესს გამოხატავენ, ხვდებიან, რომ ეს არაა ზედაპირული. 

 

-ნორმალურ პირობებში, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ, თვალის გუგები ფართოვდება - ეს რამდენად სწორი დებულებაა?

-არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომ საყვარელი ადამიანის ყურებისას, გუგა 45%-ით დიდდება. ზოგადად, ნებისმიერ ემოციურ ფონზე, გუგა 4-ჯერ ფართოვდება, ნეგატიურ შემთხვევაში კი პირიქით. ეს გამოყენება სასამართლო პროცესებზე, დაკითხვებზე.  

ასევე აღვნიშნავ, რომ, ზოგადად, საუბრისას წინ ნივთი აღიქმება ბარიერად.

 

-ვისაუბროთ თქვენს სამსახიობო საქმიანობაზეც...

-პანდემიის ფონზე რთული პერიოდი გამოვიარეთ, იყო უჩვეულო, არ ვიცოდით რა უნდა გვექნა. იმედია, მალე დავუბრუნდებით ჩვენ მაყურებელებს და მაყურებლები - ჩვენ. ასევე, წამყვანის ამპლუაში დაბრუნებისთვისაც ვემზადები.

 

 

სტუმარი: თაკო ცქვიტინიძე - Body language-ის სპეციალისტი