მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Boeing-ის პარტნიორი - საწარმო თბილისში, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს აწარმოებს

BM.GE
16.01.20 18:35
692
საერთაშორისო კომპანია “ბოინგის” ქართველი პარტნიორი უნდა გაგაცნოთ. “ეი-თი-სის” საწარმოზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს აწარმოებს და ექსპორტზე უშვებს. კომპანიის ერთადერთი შემსყიდველი ამ დროიისთვის ბოინგია, რომელსაც პროდუქციის პირველი პარტია 2019 წელს მიაწოდეს. ბოინგთან პირველი ხელშეკრუელბის მოცულობა უცნობია, თუმცა, Bm.ge-სთვის ცნობილია, რომ ებრაულ-ქართული კომპანია 2020 წელს ბოინგს 10 მილიონი დოლარის პროდუქციას მიყიდის. თბილისში მდებარე საწარმოში ამჟამად 170 ადამიანია დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია. რა არის თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილები და როგორ მუშობს ქარხანა, რომელშიც ინვესტიციის სახით 93 მილიონი დოლარი ჩაიდო.