მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOG-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

BM.GE
30.03.20 12:47
624
საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღების ფარგლებში და პანდემიასთან საბრძოლველად, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს - ლაბორატორიულ ტესტს, სასუნთქ აპარატს, ხელთათმანსა და პირბადეს შეიძენს. 20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.