მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა

BM.GE
13.04.22 09:15
407
მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, კომპანია არემჯისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბოლნისელმა მევენახე-მეღვინეებმა პირველი ფორუმი გამართეს. ფორუმზე ამ სამ მხარეს შორის 2018 წელს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში დღემდე განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ამასთან, ფორუმზე ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტიც განიხილეს, რომელსაც არემჯის მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის კავშირი ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე სიმბოლურად “ღვინო ბოლნისის” 16 მეღვინეს ხის კასრები გადასცეს.