04.ივლისი .2022 11:04

ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი

107
უკან

ქ.ბოლნისში, მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “არემჯის“ მხარდაჭერით, ღონისძიება „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ გაიმართა. ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით, შეფასებული 15 ბოლნისური მარნის, 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, გერმანულ წისქვილში გალა ვახშამიც გაიმართა, სადაც გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტმა ქეთი კვიჭიძემ და შეფ-მზარეულმა მიშა ავსაჯანიშვილმა მიწვეულ სტუმრებს, ქვემო ქართლის ტრადიციული ავთენტური სამზარეულოს ინსპირაციით შექმნილი კერძებით და სპეციალურად მათთან შეხამებული ბოლნისური ღვინოებით გაუმასპინძლდნენ.