მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის საბჭომ და ბრიტანეთის საელჩომ დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენა გახსნა

BM.GE
16.09.19 11:16
617
გუშინ ბრიტანეთის საბჭომ და ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენა გახსნეს. ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, მსოფლიოში პირველად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა. მონეტა, რომელიც მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეები თარიღდება საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში ჩამოიტანეს. ბრიტანეთის სეზონო 60-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს და ბრიტანეთის საბჭოსა და საელჩოს ორგანიზებით ტარდება. უნიკალური მონეტის ნახვა შესაძლებელია როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტ სივრცეში შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზე.