მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრუნდება თუ არა ძველი გენერალური გეგმა?

BM.GE
09.07.20 14:56
1238
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რიგ ტერიტორიებზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის“ მიხედვით განსაზღვრული შეზღუდვები მოიხსნა. გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები ხალი გენერალური გეგმის მიხედვით ედო და როგორც დედაქალაქის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ განვითარების საშუალება. შესაბამისი დოკუმენტები საკრებულოში უკვე გადაგზავნილია, როდის გაიმართება მსჯელობა საკითხზე, როგორ აფასებს ახალი გენერალური გეგმის ავტორი მერიის გადაწყვეტილებას?