მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#businessnews - ჩინეთი მოზარდებს ვიდეო თამაშებზე კომენდანტის საათს უწესებს

BM.GE
07.11.19 23:59
879
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. IMF–ი მიიჩნევს, რომ ამ რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2019 წელს იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ ორგანიზაციის "მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაშია’’ ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, ევროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტი, 1.3 პროცენტის ნაცვლად, 1,2%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1,9% იყო. ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას IMF-ი 2020-2021 წლებში პროგნოზირებს. შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა, შემცირების მიმართულებით – 4.8–დან 4.3 პროცენტამდე. საქართველოს მთავრობა კი მომავალ წელს 5%–იან ზრდას გვპირდება. თავადაც აცხადებენ, რომ ეს ამბიციური რიცხვია.