მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BusinessNews - მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა

BM.GE
30.10.19 23:33
1928
მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ. ამასთან, ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს.