25.იანვარი .2022 15:25

“ბუსტერ-დოზით აცრილი 50 წელს გადაცილებული პირები 100 ლარიან წახალისებას მიიღებენ“

483
უკან

50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით აიცრებიან, წახალისების მიზნით 100 ლარს მიიღებენ, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო. საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელ, გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ასევე გადაწყდა, რომ პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, კიდევ ერთი თვით გაგრძელდება. რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს, გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, საბჭოს ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღია…