21.ივლისი .2021 18:23

ცერცვაძე ვაქცინაციის დაწყების დაგვიანებას მოსახლეობას აბრალებს

უკან

„იცით, რატომ დაგვიანდა ვაქცინაცია? დეკემბერსა და იანვარში ქვეყანას ჩინური ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ მოსახლეობამ უარი თქვა“, - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისივე შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი „დიდი დაგვიანებით“ დაიწყო, რასაც თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აბრალებს. “ყველა ტიპის საუკეთესო ვაქცინები არის შეუზღუდავი რაოდენობით და ვაქცინების სერვისის მიმწოდებელი სამსახურები არის მაქსიმალური. არა მგონია, სხვა ქვეყნებს ამდენი ჰქონდეს. დღეში 20-25 ათასი ადამიანის ვაქცინაცია შეგვიძლია..“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. რამდენად სწორია დღეს მოსახლეობისკენ ისრების გადატანა?

სტუმარი: ანდრია ურუშაძე - ჯანდაცვის სპეციალისტი