28.მარტი .2023 16:34

CFD აუქციონი დასრულდა - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

170
უკან

ენერგოსექტორის მხარდაჭერის CFD მექანიზმით გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირების მიერ ათეულობით საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა დახურული კონვერტის სახით მოხდა. ახლა სიმძლავრის აუქციონის კომისიას საუკეთესო წინადადებების გამოსავლენად 1 თვიანი ვადა აქვს. ბაზარი ელის, რომ CFD მექანიზმის ამოქმედებით ენერგო სექტორში უძრაობის ხანა დასრულდება. მთავრობას კი ამბიციური გეგმები აქვს - მომდევნო 10 წელში, საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს და არსებული 4586 მგვტ-დან 9848 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, მომდევნო 10 წელიწადში ქარის სადგურებმა 850 მგვტ-ი, მზის სადგურებმა კი, 174 მგვტ უნდა შეიძინოს ენერგოსისტემას. რამდენად რეალურია ეს გათვლები და რას ელის ბიზნესი CFD მექანიზმის ამოქმედებით?

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;