მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩაიბუდე“ - ახალი ვინტაჟური კაფე მესტიაში

BM.GE
09.02.23 09:17
386
„ჩაიბუდე" - კაფე მესტიაში 31 დეკემბერს გაიხსნა და მას შემდეგ, უკვე არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოგზაურისთვის საყვარელ ადგილად იქცა. აქ მისულ სტუმრებს როგორც ქართული ისე უცხოური კერძების, განსაკუთრებით კი ტკბილეულის ფართო ასორტიმენტი ხვდება. მრავალფეროვანია ასევე ჩაისა და სხვა ცხელი სასმელების მენიუც. ვინტაჟური დიზაინის კაფეს, რომელიც თავისი კონცეფციით მესტიისთვის სიახლეა, ერთდროულად 25 სტუმრის მიღება შეუძლია.

თათია თეთრაშვილი - „ჩაიბუდეს“ დამფუძნებელი