28.მარტი .2023 19:10

ჩატარდება თუ არა უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები?

101
უკან

დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, რისთვისაც ჯერ კიდევ შემოდგომაზე 70 მილიონი ლარის გამოყოფა დაანონსდა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა 2023 წლის ზაფხულის სეზონზე განიხილებოდა. ბიემჯის კითხვაზე კულტურის მინისტრმა გუშინ თქვა, რომ გეგმის განხორციელებაზე კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან მსოფლიო ვარსკვლავები რეგიონში არსებულ ვითარებას უყურებენ.