მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული თხილი არა მხოლოდ კონკურენტია ღვინის სექტორის, არამედ მის საექსპორტო მოცულობასაც უსწრებს"

5742b238d855b
თელარა გელანტია
23.05.16 11:31
3370
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება და დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებისთვის. ამის შესახებ ჰერმანმა თხილის დარგის მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის თქმით, "ენპარდის" პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში საქართველოს 52 მლნ ევროს გრანტი გადაეცა.

"მეორე ეტაპზე თქვენი ქვეყანა მიიღებს 50 მლნ ევროს. ახლა ვემზადებით მესამე ფაზისთვის და თუ პროგრამა დამტკიცდა, ევროკავშირი 80 მლნ ევროს მიმართავს საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ჩვენ გვესმის, რომ თხილის წარმოება საქართველოსთვის სტრატეგიული სექტორია. თხილი არა მხოლოდ კონკურენტია ღვინის სექტორის, არამედ მისი საექსპორტო მოცულობა უსწრებს კიდეც ღვინოს. ამიტომ მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს თხილის დარგის განვითარებას და ჩვენ გვესმის საქართველოს ამბიცია, რომ გახდეს მეორე ექსპორტიორი ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.