მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩიხი" ბიზნესისთვის? - გართულდება თუ არა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა

BM.GE
05.11.19 23:52
842
როგორი იქნება საქართველოში დასაქმებულების შრომითი პირობები? ამას საბოლოოდ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განსაზღვრავს, რომელიც ამ დრომდე ბიზნესსა და კანონპროექტის ინიციატორებს შორის დაპირისპირებისა და მსჯელობის მთავარ საგნად რჩება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ პარლამენტში არ შესულა, თუმცა, მისი თითოეული პუნქტი ცხარე კამათის საფუძველი ხდება. მოხდება თუ არა სამუშაო საათების შემცირება და  ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც მხარეები უნდა ჩამოყალიბდნენ.