მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola -სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE
28.05.21 10:21
522
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-საგან მომდევნო 2 წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ნატახტარში მდებარე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა.