მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს ბოთლებზე ფეხბურთელების ფოტოები განთავსდება

BM.GE
09.05.23 11:54
295
UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ Coca-Cola-ს ახალი შეფუთვით წარმოება დაიწყო. Coca-Cola-ს ბოთლზე 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები განთავსდება. ახალი ეტიკეტით Coca-Cola-ს პირველი პარტიის ნაწარმი მაღაზიებში დღეიდან უკვე გამოჩნდება ხვიჩას გამოსახულებით, თუმცა ხვალიდან ეტიკეტებზე გიორგი მამარდაშვილის, ზეგიდან კი ზურიკო დავითაშვილის გამოსახულებიანი შეფუთვები დამზადდება. სულ მალე Coca-Cola-ს ბოთლებზე ნაკრების ოცდაორივე ფეხბურთელის ფოტო იქნება გამოსახული.