მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს მხარდაჭერით საოკუპაციო ხაზთან საზაფხულო ბანაკი, „ძალა ერთობაშია“, ამოქმედდება.

BM.GE
24.05.21 08:54
549
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკს „ძალა ერთობაშია“ აამოქმედებს. საოკუპაციო ხაზის სოფლებში მცხოვრები 24 ბავშვი ზაფხულის ორ კვირას ბორჯომის ხეობის უნიკალურ ბანაკში გაატარებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მსგავსი საქველმოქმედო პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. პროექტის ბენეფიციარების პირველ ნაკადს "კოკა-კოლას" საწარმოში უმასპინძლეს.