რენესანს კაპიტალის - საინვესტიციო ბანკის პროგნოზის მიხედვით, დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის 3 და 4-ის - 3და5-ის ნიშნულამდე გაუფასურების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი 1-1-ნახევარი პროცენტული პუნქტით გაიზრდება ხოლო ეროვნული ბანკი კი თვეში დაახლოებით 80 მილიონი ამერიკული დოლარის სავალუტო რეზერვს გაყიდის. აქვე გეტყვით, რომ მარტში სებ-ს უკვე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.
ქვეყანაში შექმნილი სავალუტო შოკიდან გამომდინარე, Renaissance Capital-ი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდობის გასაზრდელად 5 პროცენტული პუნქტით შეამციროს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო განაკვეთი და ის 20%-იან ნიშნულთან დააბრუნოს.
რა სტრატეგიას ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკი კორონავირუსის ფონზე - არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი პასუხობს ანალიტიკა-ს.
არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკი; ვიცეპრეზიდენტი