17.ნოემბერი .2020 14:54

#COVID19 - ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

321
უკან

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. სპეციალისტთა ჯგუფს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. მათი თქმით, პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებების მართვის მექანიზმი კი უნდა გაძლიერდეს. რა წერია ჯანდაცვის ჯგუფის ხუთპუნქტიან მიმართვაში?