29.მაისი .2020 10:17

#COVID19-ის ფისკალური ეფექტები საქართველოში - გიორგი ხიშტოვანი დეტალებით საქმიან დილაში

128
უკან

ეკონომიკის განვითარების სამი შესაძლო ალტერნატივა, დონორული დაფინანსების ეფექტი და რეკომენდაციები - PMCG-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს ფისკალურ სექტორზე COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის შეფასება წარადგინა. ორგანიზაციის მიერ მომზადებული შეფასება სამი სცენარისგან შედგება და თითოეული მათგანი ეკონომიკის განვითარების განსხვავებულ მოდელს წარმოადგენს.

მათ შორის: ოპტიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 4.9 მილიარდი ლარი; ნაკლებად პესიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 5.4 მილიარდი ლარი; ძალიან პესიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 6.47 მილიარდი ლარი. რას ეფუძნება ეს გათვლები და როგორია რეკომენდაციები კვლევითი ცენტრის მხრიდან?

სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი