მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#COVID19-ის გავლენა ბიზნესზე - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კვლევა - გიორგი ვეკუა ანალიტიკაში

BM.GE
10.04.20 18:26
1000
რა გავლენა აქვს კოვიდ-19-ს ბიზნესზე? ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხის გასაცემად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში პალატის 615 წევრმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია.

კვლევა მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 25-30 მარტის ჩათვლით ანუ იმ პერიოდს, სანამ კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვები დაწესდებოდა.

ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური იყო შემდეგი საკითხები: თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნა და არსებულ პირობებს, გამოწვევებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს შეეხო.

სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, შედეგები ასე ნაწილდება: რესპოდენტთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა. დათხოვილი თანამშრომლების უმრავლესობა - 70.5% ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში, 19.1% - ნაწილობრივი ანაზღაურებით; 10.4% - ანაზღაურების გარეშე.

პირობებთან დაკავშირებით, ასეთი სურათი იკვეთება: არსებულ ვითარებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 90%-ზე მეტი, მათ შორის ყველაზე აქტუალურ პრობლემად ფიქსირდება ორგანიზაციის საქმიანობის სრულად შეჩერება ან შეფერხება. საწარმოთა შედარებით მცირე ნაწილს უჭირთ ცვლებში ან შეზღუდული სამუშაო გრაფიკით მუშაობა, არ გააჩნიათ დისტანციურად ოპერირების გამოცდილება და უნარები.

რაც შეეხება გამოსავალს, გამოკითხულთა 15.1% ფიქრობს, რომ ბიზნესის მდგრადობისთვის, სახელმწიფომ დროებით უნდა შეამციროს, ან საერთოდ გააუქმოს გადასახადები. მეწარმეთა ცალკეულ ნაწილს აქვს სირთულეები მიმდინარე სესხებთან და დავალიანებებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი, გრძელვადიანი სესხი, არსებული სესხის გადავადება ან სუბსიდირება. ნაწილი კი, ბიზნესის მდგრადობისთვის ცალკეულ წინაპირობებს ასახელებს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება შეზღუდვების გარეშე და გაცვლითი კურსის სტაბილურობა . 16.6%-ის თანახმად კი, მათ ბიზნესისთვის აუცილებელია პირდაპირი ფინანსური დახმარება გრანტის ან ახალი პროექტების დაფინანსების გზით.

სტუმარი: გიორგი ვეკუა - სავაჭრო-სამრეწველო პალატა მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი