05.ივლისი .2022 14:34

#Covid19-ის შემთხვევები გაიზარდა - რა რისკის წინაშე დგას ჰოსპიტალური სექტორი?

128
უკან

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 1 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა. Covid-ით ერთ კვირაში 3 ადამიანი გარდაიცვალა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05%. ინფორმაციისთვის, დღევანდელი მაცვენებელი გასული კვირის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება, გასული კვირის სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით იმფიცირების რიცხვი 1058 -ს შეადგენდა. როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, საჭიროა თუ არა შეზღუდვების დაბრუნება და როგორ უნდა იმართოს ეფექტიანად მიმდინარე ეტაპზე პროცესი?

სტუმარი: ანი ქავთარაძე - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;