მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: “მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო პირობები განვაახლოთ”

BM.GE
17.12.20 18:48
615
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა. მიმდინარე წლის მთავარ მიღწევებად მინისტრმა სხვადასხვა მიმართულება და პროექტი დაასახელა, მათ შორის: სრულდება 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და რეაბილიტირდა 580 კმ გზა; ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე. დასრულდა აბასთუმნის 18 ისტორიული სახლის, ობსერვატორიის, საბაგირო გზის რეაბილიტაცია. აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის და სხვა. მაია ცქიტიშვის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარით, 3140 სოფელში დაფინანსდა მოსახლეობის მიერ შერჩეული 4250 პროექტი. ასევე, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.