მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცქიტიშვილის განცხადება 2018 წელს "ერთ-ერთ ყველაზე მაღალ #FDI"-ზე სიმართლე არაა" - #BMGFactcheck

BM.GE
22.10.19 14:36
688
ნებსით თუ უნებლიედ, ვიცე-პრემიერმა შეცდომაში შეგვიყვანა, ჩვენ და აბრეშუმის გზის ფორუმის დამსწრე დელეგატები. საქმე იმაშია, რომ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2018 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი შემოვიდაო. მინისტრის განცხადება შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი იყოს, რადგანაც საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არათუ გაიზარდა, არამედ 35%-ით შემცირდა. “ჩვენ ამასთანავე გვაქვს ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. გასული წელი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მთლიანობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა,”- განაცხადა მინისტრმა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში $1.265 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები იყო.