მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის"

BM.GE
05.12.19 18:48
976
ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ მიდგომის შეცვლა ნარმანია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს მოსახლეობამ, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა საშუალება სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში პრობლემაა. ინფორმაციისთვის, ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50 %-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.


სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე