მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - ირაკლი კოვზანაძე საქმიან დილაში

BM.GE
20.05.20 11:17
831
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ „პენსიების ინდექსაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა​. გუშინვე კომიტეტზე გიორგი კაკაურიძემ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას თქვა, რომ ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯი 250-დან 300 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო ტურიზმის კუთხით ბიზნესის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯი - 40 მლნ ლარს შეადგენს. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირაავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მარტიდან 6 თვის განმავლობაში ქონების, იჯარის/ლიზინფის მომსახურეობა დღგ-თი დაიბეგრება შესაბამისი მომსახურეობის საკომპენსაციო თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. რას მისცემს ეს ცვლილებები ბიზნეს და რას დააკლებს თუ პირიქით გრძელ ვადაში გაუჩენს ბიუჯეტს?


სტუმარი: ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე