მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები შრომის კოდექსში - რა იცვლება დამსაქმებლისთვის და დასაქმებულისთვის?

BM.GE
17.06.20 18:20
1894
“შრომის კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები, შესაძლოა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს შრომის ბაზრისათვის, ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას.” განცხადებას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცლებს. მათივე თქმით, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება, აუცილებლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას, სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი დღეს საპორცედურო კომიტეტში უკვე განიხილეს . რა იცვლება ბიზნესისთვის და რამდენად შეუწყობს დაგეგმილი ცვლილებები შრომის ბაზარზე დასაქმებას?