მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგვიანებული კანონები ენერგეტიკაში

BM.GE
15.11.19 23:43
752
როგორც იცით, საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანაა და ეს არის ერთადერთი დასავლური ორგანიზაცია ამ დარგში, სადაც საქართველო ფიგურირებს, როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი. ეს სტატუსი ჩვენს ქვეყანას ვალდებულებებს აკისრებს, რომ ენერგეტიკის სექტორში კანონმდებლობა განაახლოს და ევროპულს დაუახლოვოს. დედლაინებს კი უკვე დიდი ხანია ყურადღებას არავინ აქცევს, რის გამოც ევროპული ენერგოგაერთიანება საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს და სხვადასხვა კანონპროექტების მიღების ვადებს ახსენებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ენერგეტიკაში ინვესტიციები მცირდება, ელექტროენერგიის იმპორტი და შესაბამისად სხვა ქვეყნებზე ჩვენი დამოკიდებულება - იზრდება. კონკრეტულად, რა ვალდებულებებს ვერ ასრულებს მთავრობა ენერგეტიკაში?