მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებელთა და რითეილ ასოციაციებმა მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE
22.12.21 09:10
400
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ და „საქართველოს რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმით შეთანხმებული თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებს დაგეგმავენ, რომელიც საქართველოში რითეილ სექტორის განვითარებასა და არსებული გამოწვევბზე საპასუხოდ იქნება მიმართული. ამ მიზნით, ასოციაციები ერთმანეთს საჭირო ინფორმაციასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, მემორანდუმის მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში გაითვალისწინებენ ორივე მხარის ინტერესებს, გააძლიერებენ პარტნიორულ ურთიერთობებს საერთო მიზნებიდან გამომდინარე. ამასთან, მხარეები უახლოეს პერიოდში დაანონსებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება რითეილ სექტორის განვითარებაზე.