მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაპაუზებული ბიზნესი - ონალინ გაყიდვების კომპანიები ხელისუფლებას მიმართავენ

BM.GE
07.04.20 18:46
915
ელექტრონული კომერციის წარმომადგენლები ერთ ასოციაციაში ერთიანდებიან. კერძო სექტორმა ასოციაციის შექმნა კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. ასოციაციაში 200-მდე კომპანია ერთიანდება და მათ უმრავლესობას, თუ ყველას არა, მუშაობა შეწყვეტილი აქვს. მიზეზი მთავრობის 181-ე დადგენილება გახდა, რომელმაც ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად შეაჩერა. მოგვიანებით მთავრობამ ალტერნატიული შეთავაზება გააკეთა ბიზნესისთვის, რომ მათ ოპერირება განაახლონ თუმცა, პრობლემები აქაც გამოიკვეთა. ასოციაციის შექმნის მიზანიც სფეროს შექმნილი კრიზისიდან გამოყვანა და მის შემდგომი განვითარებაა.