მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

BM.GE
05.11.19 11:30
1071
ახალგაზრდების დასაქმება, მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე სწორედ ახალგაზრდებში ფიქსირდება და ის 30% ს აჭარბებში. პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტულად სეგმენტურად არის მნიშვნელოვანი, არამედ ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობაზეც.


ამ გამოწვევაზე საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ ადვოკატირების ფორუმი "მეწარმეობა და დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის" განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივების განხილვა იყო.

სტუმრები: ლიკა კილაძე - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
თათია გოგოლაძე - შიდა ქართლის სამეწარმეო სკოლის მონაწილე