24.ნოემბერი .2021 12:57

დასაქმებულების სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

245
უკან

დასაქმებული პირების სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 2022 წლის პირველი იანვრიდან ბიზნესსუბიექტებს დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯების გაწევა თავად მოუწევთ. აღნიშნული მთავრობის მიერ სავალდებულო ტესტირების შესახებ არსებულ განკარგულებაში 18 ნოემბერს შესული ცვლილებებიდან ირკვევა. ბიზნესების წარმომადგენლების თქმით, ცვლილება მათ ხარჯებს გაზრდის. მათივე განმარტებით, მთავრობის მხრიდან საკითხზე მეტი სიცხადეა საჭირო.