მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია მთავრობამ პარლამენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატად წარუდგინა

BM.GE
18.09.19 23:51
636
სემეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე მთავრობამ პარლამენტს დავით ნარმანიას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა. მის დამტკიცებამდე ნარმანიას კანდიდატურაზე საპარლამენტო კომიტეტებმა უნდა იმსჯელონ. რა გეგმები აქვს ახალ კანდიდატს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო რეფორმების ფონზე, უნდა აღინიშნოს, რომ სემეკის უფლებამოსილება გაიზრდება და უფრო გაძლიერდება. ნარმანიას პარლამენტში მისვლამდე მისი კანდიდატურა დეპუტატებმა შეაფასეს.