მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაწუნებული ბიუჯეტი

BM.GE
08.10.19 23:55
930
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების გამო, დოკუმენტის განხილვა და კენჭისყრა გადადო. მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომის დასაწყისში ბიუჯტის პროექტის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მოხსენება გააკეთა, ოთარ დანელიამ საკუთარი შენიშვნები ჩამოთვალა, რამაც მათ შორის დებატებიც გამოიწვია. რატომ დაიწუნა დანელიამ სოფლის მეურნეობის პროგრამების ადგილი მომავალი წლის ბიუჯეტში?