მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დემონსტრაციები საჭირო არაა“ - თურნავა ტურიზმის სექტორს პასუხობს

BM.GE
16.07.20 14:06
740
„გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლები არის საკმაოდ პოზიტიური. საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის გასაღები ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. გიორგი გახარიას ტურიზმი მეტად არ უხსენებია დღეს, თუმცა მთავრობის სხდომის შემდეგ ტურიზმზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა.