მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემონტაჟების სტატისტიკა და მერიის უფლებები

BM.GE
16.12.20 18:25
637
"გაჭირვება ყველას გამოგვიცდია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა უნდა მოვიპაროთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა და გამოეხმაურა გუშინ აფრიკის დასახლებაში რამდენიმე მშენებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს, რომელიც მოქალაქეების და სამართალდამცვების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ დღეს უკვე აქციაც გაგრძელდა. აფრიკის დასახლების მაცხოვრებლები ფართების დაკანონებას და დემონტაჟის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. რა მოხდა რეალურად აფრიკის დასახლებაში გუშინ, რისი უფლება ჰქონდა სახელმწიფოს და სამართლებრივად როგორ რეგულირდება უკანონოდ მიტაცებული მიწების საკითხი?