მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენის გარეშე დარჩენილი სვანეთის ზამთრის სეზონი

BM.GE
29.12.21 13:07
422
ახალი წლის დღეებში ერთ-ერთი აქტუალური მიმართულება მთის კურორტებია, სადაც განტვირთვისთვის საქართველოს სხვადახვა კუთხიდან სტუმრობენ. გუდაური, ბაკურიანი და მესტია - მთის მოყვარულები ძირითადად სამ ლოკაციაზე ნაწილდებიან, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერიდან გაიხსნა, გუშინდელ დღემდე მესტიაში თეთნულდის და ჰაწვალის საბაგიროები გამორთულ მდგომარეობაში იყო. მიზეზი ელექტრომომარაგების არასტაბილური მიწოდებაა. თავის მხრივ, ამის მიზეზი კი მესტიის მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტების მოსობრივი არალეგალური წარმოებაა, რომელიც წლებია გრძელდება და ამის გამო, მესტიას ელექტრომომარგება, პერიოდულად, გრაფიკით და სერიოზული შეფერხებებით ხდება. 

ბიემჯისთვის გუშინ გვაინ ღამე გახდა ცნობილი, რომ პრობლემა მოგვარებულია და თეთნულდისა და ჰაწვალის საბაგიროები ჩაირთო. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ადასტურებენ, რომ თეთნულდის 5 და ჰაწვალის 2 საბაგირო ჩართულია.

სტუმრები: თათია თეთრაშვილი - სასტუმრო "ბუდე მესტია"-ს დამფუძნებელი.
თამარ ნიგურიანი - საოჯახო სასტუმრო "ბაპშა"-ს დამფუძნებელი