მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატების კითხვები და პრემიერის პასუხები

BM.GE
28.05.20 00:41
744
„პანდემიის განმეორების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული სტრატეგია იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ჩვენ ამ ეტაპზე, სუბსიდიით მივუდექით?“ - ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.რომან კაკულია ასევე დაინტერესდა რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს პრემიერის მოხსენების ფონზე წარმოედგინათ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.რომან კაკულიას კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა covid-ფონდს, სადაც ბევრმა ადამიანმა ჩადო საკმაოდ ბევრი თანხა და მისი თქმით, კარგი იქნება თუ საზოგადოებას ეცოდინება პრინციპი, როგორ დაიხარჯება ეს ფული.დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე იმითაც დაინტერესდა თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ მოხდეს ადრესატამდე დახმარების მისვლის მონიტორინგი და საერთოდ როგორ ფიქრობს მთავრობა ამ საკითხის მოგვარება. კიდევ რა კითხვები დაისვა და რა პასუხები მიიღეს დეპუტატებმა?