მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერული კომპანია m2 „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას დაასრულებს

BM.GE
23.06.20 18:18
1156
2 წლის წინ გაჩერებულ “ოლიმპიური ვარსკვლავის” პროექტს მ2 გადაიბარებს. თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ 400-მდე ოჯახი ბინას მიიღებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნდა ჩაბარებოდა. m2 მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება კორექტირებული პროექტების შეთანხმებისა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.