11.სექტემბერი .2019 18:29

დეველოპერული კომპანია M2 „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს

121
უკან

კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება თავად დეველოპერული კომპანიის მიერ. საუბარია თბილისში მდებარე სამ ობიექტზე, მირცხულავას ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩასა და ჭყონდიდელის ქუჩაზე. სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება.


სტუმარი: ილია ელოშვილი - თბილისის მერის მოადგილე