09.მარტი .2021 12:11

დეველოპერული სექტორის გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან - სოსო ბერიძე საქმიან დილაში

134
უკან

სამშენებლო სექტორი დახმარებას ითხოვს - წლების განმავლობაში დაგროვილი და პანდემიის გავლენით წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სექტორი გამოსავალს ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციაში ხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში სფერო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ეს სექტორი კი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. აქვე გეტყვით სტატისტიკასაც, რომ 2019 წელს სამშენებლო მიმართულებით ასი ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა, სექტორის წვლილი კი მთლიან შიდა პროდუქტში 12.5% იყო. პარალელურად სამშენებლო სექტორი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დახმარებას ვერ იყენებს და სახელმწიფო პროგრამაში ვერ ერთვება.

სტუმარი: სოსო ბერიძე - ელესჯი სოლუშენსი, თანადამფუძნებელი/მმართველი დირექტორი