მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება - სოსო ბერიკაშვილი საქმის კურსში

BM.GE
07.04.20 14:15
1133
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. როგორც დედაქალაქის მერაში საქმის კურსს განუცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. “ შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ უწყებაში. “ბი ემ ჯი” მუშაობს თემაზე, იმ მიმართულებით, რამდენად ხელმისაწვდომია აგრარული ბაზრების ალტერნატივები რეგიონების მასშტაბით, გასაგებია რომ დედაქალაქში უამრავი სუპერმარკეტი და მცირე მარკეტი ანაცვლებს ბაზარს, თუმცა მათი ხელმისაწვდომობა, რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც რეგიონებში შედარებით დაბალია.

სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - ეკონომისტი