06.ივლისი .2020 09:57

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

347
უკან

დღეიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების მისაღებად, საქართველოს მასშტაბით, 20-ზე მეტი საგამოცდო ცენტრი მოემზადა. დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ. ბოლო თვეების განმავლობაში, ონლაინსწავლების მიუხედავად, ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის დადასტურების ზღვარი არ დაიწევს და არც რთული კითხვების რაოდენობა შემცირდება. როგორ მიდის პროცესი და როგორია ვირუსის პრევენციისთვის ამოქმედებული წესები, რომელიც 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტ აბიტურიენტს შეეხება?