მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ს რეფორმის შეფასება - ლევან ვეფხვაძე და შოთა კომლაძე საქმიან დილაში

BM.GE
30.07.20 13:03
921
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღგ-ის ადმინისტრირების მიმართულებით საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა ინერგება. ეს განცხადება, სოსო ფხაკაძემ გუშინ საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელზეც დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 14 ივლისს შეტანილი სხვა ცვლილებები განიხილეს. გუშინდელი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა,შესაბამისად, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე.

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, აღმასრულებელი დირექტორი;
შოთა კომლაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი