მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დირექტორების ტესტირება - მოლოდინები და მნიშვნელობა

BM.GE
23.01.23 11:48
393
გუშინ ქვეყნის მასშტაბით 49 საგამოცდო ცენტრში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება გაიმართება. ტესტირება ელექტრონული ფორმით ერთ სესიად ჩატარდება და მასში მონაწილეობას 3 200-ზე მეტი მსურველი იღებდა. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე - გასაუბრებაზე გადავლენ. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მსურველებისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები.

2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფციაც შემუშავდა. ახალი კონცეფციის საფუძველზე 2022 წელს სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებული უნდა იყოს სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. რამდენად მიღწევადია დასახული მიზანი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გახდეს?

სტუმარი: შალვა ტაბატაძე - განათლების მკვლევარი