09.დეკემბერი .2021 09:03

დისტანციურად დასაქმებულთა წილით იმერეთი ლიდერობს

362
უკან

COVID-19-ის პანდემიამ შრომით ბაზარზე ძირეული ცვლილებები გამოიწია. დაწესებულმა შეზღუდვებმა კომპანიებს სწრაფი რეაგირებისა და არაორდინარული გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგა. საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული იყო ახალ რეალობასთან შეგუება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმაც არსებულ რეალობას თვალი გაუსწორეს და მეტ-ნაკლები წარმატებით გადაერთნენ ახალ სამუშაო რელსებზე.