04.ოქტომბერი .2021 08:57

დისტანციურად მუშაობა 2 სამსახურში და ცვლილებები შრომით კანონმდებლობაში

429
უკან

იმ ფონზე, როცა გლობალურად ბიზნესის უმეტესობა ვერ გადაურჩებოდა COVID-19 პანდემიას დისტანციური მუშაობის გარეშე, რიგ ქვეყნებში დასაქმებულებისთვის დისტანციურად მუშაობის შეთავაზება იგეგმება. გამოკითხვების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში რესპონდენტთა თითქმის მესამედი ფიქრობს, რომ ისეთ სამსახურში დასაქმებას სადაც დისტანციური მუშაობა არ დაიშვება არ განიხილავენ. თუმცა, დიდი ბრიტანეთი სულაც არაა გამონაკლისი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე მოეთხოვებათ შრომით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.